თსსუ-მ “ა” ლიგის პირველი გამარჯვება ვერასთან ოვერტაიმში მოიპოვა
ა” ლიგის გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა დებიუტანტმა თსსუ-მ. ლაშა ელბაქიძის გაწვრთნილმა სამედიცინო უნივერსიტეტელებმა სუპერლიგიდან დაქვეითებული “ვერა” დამატებით დროში – 85:78 (სტატისტიკა) დაამარცხეს. 10-ქულიანი სხვაობა მოწმობს იმას, რომ ოვერტაიმში ვერა გატყდა. მანამდე თითქმის მოგებული გუნდი, რომელსაც მედიკოსებმა ანგარიში ბოლო წამებზე გაუთანაბრეს, დამატებით 5-წუთეულში ფსიქოლოგიურთან ერთად ფიზიკურადაც გატყდა. მედიკოსებს გამოადგათ ახალწვეული ბრენდონ ალსტონი, რომელიც შარშან სუპერლიგელი ბათუმის ღირსებას იცავდა.
ალსტონმა ბოლო წუთზე ეგრეთწოდებული AND1-ით მოახერხა ანგარიშის 67:67 გათანაბრება და თამაში ოვერტაიმში გადავიდა. მედიკოსებმა ბრძოლისა და თავდადებული თამაშის ხარჯზე დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს და ლიგაში დასარჩენად ბრძოლის გზაზე მეტი სტიმული მიიღეს.
ალსტონმა შეხვედრა 20 ქულით, 6 მოხსნითა და 4 პასით დაასრულა. მეორე ლეგიონერმა, ასტონ მორტონმა 17 ქულა, 9 მოხსნა და 3-3 ჩაჭრა-პასი მიითვალა. 12 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი ლევან აფციაურის ანგარიშზე დაგროვდა. ვერას შემადგენლობაში შეუჩერებელი იყო აზარია სეი, რომელმაც 32 ქულა მოაგროვა. 20 ქულა კრისტიან სტიუარტის ანგარიშზეა.
“ა” ლიგის მორიგი მატჩები 14 და 27 თებერვალს გაიმართება.
14.02 13:00 სოხუმი – ასტრალი
14.05 15:00 თსსუ – ბურჯი
27.02 18:30 ვსა – ვერა
GBF.ge