ევრო 2025 | ახალგაზრდულმა ავსტრიული შეკრება დაიწყო

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიაში, დაბა ვენიგცელში გადის.
ავსტრიული შეკრების ფარგლებში ჩვენი გუნდი, ამხანაგურ მატჩს რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს. 21-წლამდელები, რუმინელებს, 4 ივნისს, თბილისის დროით 20:30-ზე [18:30 CET], ფორაუს ურკრაფტ არენაზე დაუპირისპირდებიან.
21-წლამდელებმა, დღეს ფორაუში არასრული შემადგენლობით ივარჯიშეს. ლეგიონერები – გაბრიელ სიგუა, საბა მამაცაშვილი და ლაშა ოდიშარია გუნდს საკლუბო კალენდარული მატჩების გამო 2 ივნისს შემოუერთდებიან.
U21 | გაფართოებული შემადგენლობა
მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).
მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), გიორგი მაისურაძე (პოლისია ჟიტომირი, უკრაინა), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), საბა საზონოვი (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა).
ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (ფამალიკაო, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი (ჰაპოელ ჰადერა, ისრაელი), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ვასილიოს გორდეზიანი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ვახტანგ ბედოშვილი (გარეჯი), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).
21-წლამდე ნაკრები, ივნისში, ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, 17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.
ევრო 2025 | მატჩების განრიგი
11 ივნისი | პოლონეთი V საქართველო | ჟილინა
14 ივნისი | საფრანგეთი V საქართველო | ჟილინა
17 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | ტრენჩინი