ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს

საქართველოს ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

შეკრების მეორე დღეს ჩვენმა გუნდმა სფფ-ის ტექნიკური ცენტრის, ბასას მოედანზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა – ეროვნულ გუნდს ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი და ანზორ მექვაბიშვილი შეუერთდნენ.

ტრავმის გამო, ივნისის ამხანაგურ მატჩებში ნაკრებს ბუდუ ზივზივაძე ვერ დაეხმარება. ფარერის კუნძულებთან და კაბო ვერდესთან შეხვედრებისთვის ნაკრები 23 ფეხბურთელით მოემზადება და სრული შემადგენლობით 2 ივნისიდან ივარჯიშებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

დაცვა: გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), ივა გელაშვილი (იბერია 1999, თბილისი), გურამ გიორბელიძე (ერზურუმსპორი, თურქეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (შერიფი, მოლდოვა), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი), გიორგი გაგუა (ისტრა 1961, ხორვატია), გიორგი ქვილითაია (არის ლიმასოლი, კვიპროსი)

მატჩების განრიგი
5 ივნისი, 20:00 | საქართველო ფარერის კუნძულები | დინამო არენა, თბილისი (ბილეთები)
8 ივნისი, 20:00 | საქართველო – კაბო-ვერდე | რამაზ შენგელია, ქუთაისი