არაგველები ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება
საფეხბურთო კლუბი “არაგველები” ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება. გუნდი რეგიონლიგაში გამოდის და ხელმძღვანელობას მიზნად ლიგა 4-ში გადასვლა აქვს დასახული.
კლუბი, რომელიც რამდენიმე წლის წინ შეიქმნა და უმეტესად ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული. არაგველების მთავარი მწვრთნელი ყოფილი ფეხბურთელი სოსო ჭიკაიძეა.
არაგველებმა დავით ჯიქია დაიმატეს, ფეხბურთელი, რომელიც ასაკობრივ ნაკრებებში წარმატებით გამოდიოდა. 29 წლის თავდამსხმელი ვასილ მაისურაძის იმ ფორმაციის 17 წლამდე ნაკრებში თამაშობდა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალში გავიდა.
დავით ჯიქიას გარდა არაგველების ახალწვეულები ნიკოლოზ მონასელიძე, გიორგი ჭაავა და საბა ჭაავა არიან.
მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში გიორგი ჭიკაიძის ბიჭები რამდენიმე ამხანაგური შეხვედრას გამართავენ. 7 თებერვალს “არაგველები” სოხუმის “ცხუმს” დაუპირისპირდებიან. მატჩი 09:15 საათზე დაიწყება და შრომითი რეზერვების სტადიონზე გაიმართება.
“არაგველები” 20 თებერვალს მორიგ ამხანაგურ შეხვედრას სართიჭალის “შტურმი 2-თან” ჩაატარებს. მატჩი 11:30 საათზე დაიწყება.