ვეტერანთა ნაკრების მეორე ადგილი საერთაშორისო ტურნირზე
საქართველოს ეროვნული გუნდის ვეტერანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა ნაკრები ნორვეგიაში გამართულ ვეტერანთა თასის გათამაშების ფინალში გავიდა.
ჩვენმა გუნდმა ეროვნულ ნაკრებში სხვადასხვა დროს მოთამაშე ფეხბურთელების შემადგენლობით იასპარეზა: გიორგი ლომაია, ალექსანდრე იაშვილი, ზურა ხიზანიშვილი, ლაშა თოთაძე, გიორგი ნავალოვსკი, ალექსანდრე კობახიძე, ლევან მჭედლიძე, გიორგი განუგრავა, დავით სირაძე.
ტურნირის პირველ დღეს, ვეტერანთა ნაკრებმა, ნორვეგიის ვეტერანთა ნაკრები ანგარიშით 4:3 დაამარცხა, მეორე გამარჯვება კი უკრაინის წინააღმდეგ 3:2 მოიპოვა. მეორე დღეს, ფინეთის ნაკრებთან გამართული მატჩი ანგარიშით 6-1 დასრულდა ჩვენი გუნდის სასარგებლოდ, ფარერის კუნძულების ვეტერანთა ნაკრებთან შეხვედრა კი, საქართველოს ნაკრებმა 3:1 მოიგო.
ოთხიდან ოთხი გამარჯვებით საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და ფინალურ შეხვედრაში უკრაინის ნაკრებთან 3:4 დამარცხდა.
gff.ge