გაგრამ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
საფეხბურთო კლუბი “გაგრა” ახალ სეზონს განახლებული შემადგენლობით ხვდება. გუნდი ლიდერებმა დატოვეს, კერძოდ, გასული წლინს ეროვნული ლიგის თანაბომბარდირი ზურაბ მუსელიანი კორეის მეორე ლიგის გუნდში გადავიდა.
აგრეთვე გუნდი დატოვეს თეიმურაზ შონიამ, ლუკა ნოზაძემ, ვასილ ხოსიტაშვილმა, ზაქარია ბეგლარიშვილმა, გიორგი პაპავამ, საბა ზოიძემ და საბა მამაცაშვილმა.
რაც შეეხება შევსებას “გაგრამ” გამოცდილი ფეხბურთელები დაიმატა. მომავალი სეზონიდან შავი ზღვის პირელების ღირსებას დაიცავენ: გიორგი ქიმაძე, გიორგი პაპუაშვილი, დავით ლომთაძე,ზურაბ ჭავჭანიძე, გიორგი ხარებაშვილი, ბექა გაბისკირია, ლევან გეგეჭკორი.
გაგრამ ამხანაგური შეხვედრებიც დაგეგმა. კერძოდ “გაგრა” 4 თებერვალს გორის “დილას” დაუპირსიპირდება. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.
23 თებერვალს “გაგრა” ამხანაგურ შეხვედრას თბილისის “ლოკომოტივის” წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.