საბურთალო მზადებას შეუდგა
ეროვნული ლიგა სტარტს 1 მარტს აიღებს. გუნდებმა ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაწიყეს.მათშორისაა საბურთალოც. გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით გუნდი თვის ბოლომდე საქართველოში ივარჯიშებს და 3 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
“საბურთალო” პირველ ამხანაგური მატჩს, 21 იანვარს, ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 13:00 საათზე.
მეორე ამხანაგურ მატჩში “საბურთალო” “ლოკომოტივს” 26 იანვარს დაუპირპსირდება. თამაში 14:00 საათზეა ჩანიშნული.
მესამე ამხანაგურ მატჩს “საბურთალო” ლიგა 2-ში აღზევებული სართიჭალის “შტურმის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩში 13:00 საათზე დაიწყება.
31 იანვარს გუნდი თურქეთში გაემგზავრება, სადაც 2 კვირიან შეკრებას გაივლის და 3 ამხანაგურ მატჩს გამართავს.
რაც შეეხება ახალწვეულებს, მათ შესახებ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით.