სამტრედია ამხანაგურ შეხვედრაში არაგვს დაუზავდა
საფეხბურთო კლუბმ “სამტრედიამ” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. იმერლები შეკრებას თბილისში, “ნიუ ვიჟენ” უნივერსიტეტის სტადიონზე გადიან.
“სამტრედიამ” პირველ ამხანაგური შეხვედრა “არაგვის” წინაადეგ ჩაატარა და მარჩი ფრედ, 2-2 დასრულდა. იმერლები 38-ე წუთზე ლევან ხმალაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით დააწინაურა. მატჩის 46-ე წუთზე “არაგვმა” თენგის ბრეგვაძის გოლით გაათანაბრა. შეხვედრის 54-ე წუთზე დავით მაისაშვილმა არაგვისპირელები წინ გაიყვანა, მაგრამ მატჩის 71-ე წუთზე “სამტრედიამ” ვანო ჩარგეიშვილის გოლით გაათანაბრა. არაერთი სახიფათო მომენტის მიუხედავად ამ თამაშში მეტი გოლი აღარ გასულა.
17 თებერვალს “სამტრედია” მორიგ ამხანაგურ შეხვედრაში თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდება. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.