რუსთავი მზადებას მარტყოფში გადის

ეროვნული ლიგის დასკვნითი ნაწილი სტარტს აგვისტოს დასაწყისში აიღებს. გუნდების უმრავლესობა კი აქტიურად ემზადება. მათ შორისაა საფეხბურთო კლუბი რუსთავიც. ქვემოქართლელებმა უკვე გამართეს ერთი ამხანაგური შეხვედრა, რომელშიც საგარეჯოს “გარეჯს” შეხვდნენ და დიდი ანგარიშით დამარცხდნენ.

მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას “რუსთავი” 9 ივლისს “თელავის” წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

15 ივლისს კი “რუსთავი” საქართველოში შეკრაბზე მყოთ “არარატ-არამენიას” წინააღმდეგ გამართავს. თამაში 18:00 საათზეა ჩანიშნული.