ქუთაისის ტორპედო ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება
ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონი თებერვლის ბოლოს განახლდება. ჩემპიონობის ერთ-ერთმა მტავრამა ფავორიტმა, ქუთაისის ტორპედომ ორი შეკრება დაგეგმა, პირველი შეკრების ფარგლებში გუნდი ქობულეთშია დაბანაკებული და მომავალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება, ხოლო შეკრების მეორე ეტაპს ქუთაისური გუნდი ესპანეთში გაივლის.
გუნდი ერთდროულად შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა. ესენია: გიული მანჯგალაძე, ლაშა შერგელაშვილი, ელიტონ ჟუნიორი, ჟორჟიონიო, გიორგი მჭედლიშვილი, მომო იანსენი, ნიკა სანდოხაძე. რაც შეეხება მომსვლელებს ამიერიდან ქუთათურების მიასურს ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, გიორგი კოხრეიძე მოირგებს.
ქუთაისის “ტორპედო” პირველ ამხანგაურ მატჩს 4 თებერვალს, მარტვილის მერანის წინააღმდეგ გამართავს მატჩი 15:00 საათზე დაიწყება. ხოლო მეორე ამხანაგურ შეხვედრას “ტორპედო” ლიგა 2-ში აღზევებული გონიოს წინააღმდეგ გამართავს. ეს თამაში კი 12:00 საათზეა დაგეგმილი.