ლოკომოტივი ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა

თბილისის ლოკომოტივმა 2024 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდი უკვე შეიკრიბა და საწვრთნელი პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს. სეზონის დაწყებამდე გუნდი 12-მა ფეხბურთელმა დატოვა.

ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ლოკომოტივი დატოვეს: თორნიკე კურტანიძემ, შალვა ვიბლიანმა, რეზი ხინჩიაშვილმა, საბა კიკნაძემ, ვინსენტ კალინდამ, აგრიპა მვილამ, ფლოიდ ჩილეშემ, დარტონ ბვალიამ.

კონტრაქტი დაუსრულდა გიორგი პირტახიას, ხოლო საიჯარო ხელშეკრულებები – ლევან თანდილაშვილსა და გეგი გეგუჩაძეს. ლოკომოტივი ასევე დატოვა დავით გაბისონიამ.

რკინიგზელები ახალი სეზონისთვის ოლიმპიური კომპლექსის ბაზაზე ემზადებიან. უახლოეს პერიოდში ლოკო 4 ამხანაგურ შეხვედრასაც ჩაატარებს:

20 იანვარი, შაბათი: ლოკომოტივი – დინამო თბილისი 14:00
26 იანვარი, პარასკევი: ლოკომოტივი – საბურთალო 14:00
27 იანვარი, შაბათი: ლოკომოტივი – სპაერი 14:00
3 თებერვალი, შაბათი: ლოკომოტივი – ბოლნისის სიონი 14:00
6 თებერვალი, სამშაბათი: ლოკომოტივი – წყალტუბოს სამგურალი 15:00