გორის დილამ გაგრა დიდი ანგარიშით დაამარცხა
ეროვნული ლიგის განახლებამდე გუნდები ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან. ქართულმა გუნდმა არაერთი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს. 4 თებერვალს, გორში, რაგბის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ადგილობრივმა “დილამ” გაგრას უმასპინძლა და შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 5-1 დასრულდა.
გორელები მატჩის დაწყბიდანვე მალევე დაწინაირდნენ და პირველი ტაიმი 3-0 მოიგეს. მეორე ტაიმის სტარტზევე კიდე ერთი გოლი გაიტანეს. 54-ე წუთზე კი მეკარის შეცდომით გაგრას შემტევებმა ისაგრებლეს და ერთი გოლის გაქვითვა შეძლეს თუმცა საპასუხო შეტევაზე კიდე ერთი გოლი მიიღეს და საბოლოო ანგარიში 5-1 დაფიქსირდა.
მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას გორის “დილა” 8 თებერვალს “გარეჯის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.