გარეჯმა ამხანაგურ შეხვედრაში გორის დილა დაამარცხა
მორიგი ამხანაგური შეხვედრა გაიმართა გორში. ადგილობრივი “დილა” საგარეჯოს “გარეჯს” დაუპირისპირდა და შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით ანგარიში 2-3 დასრულდა.
მატჩის 27-ე წუთზე მასპინძლები შოთა შეყილაძემ დააწინაურა, ტაიმის მიწურულს წონასწორობა ბაქარ მირცხულავამ აღადგიმა. 66-ე წუთზე გაფრინდაშვილმა კუთხური ჩაწოდა ბაქარ მირცხულავამ ბურთი არასწორად მოიგერია და საკუთარ კარში ჩაჭრა. 73-ე წუთზე გარეჯელებმა შალვა ექვთიმიშვილის თავური დარტყმით ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. 79-ე წუთზე გიორგი ლექვთაძე მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა გორელთა კარის დარაჯმა იუხეშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა შეასრულა და გოლად აქცია. ამის შემდეგ მატჩი ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა, მაგრამ მეტი გოლი აღარ გასულა.
მორიგ ამხანაგურ შეხვედრას “გარეჯი” 10 თებერვალს “ვიტ-ჯორჯიას” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.
გარდა ამისა, “გარეჯი” 14 თებერვალს “დინამო” თბილისი 2-ს შეხვდება. თამაში ვიტალი დარასელიას სახელობის საწვრთნელ ბაზაზე ჩატრდება და 12:00 საათზე დაიწყება.
17 თებერვალს საგარეჯოს “გარეჯი” ამხანაგურ შეხვედრას სართიჭალის “შტურმის” წინააღმდეგ ჩაატრებს მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.
22 თებერვალს საგარეჯოს “გარეჯი” ამხანაგურ შეხვედრას “საბურთალოს” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.