სამტრედიამ ახალი სეზონისთვის სამზადისი დაიწყო

საფეხბურთო კლუბმ “სამტრედიამ” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. იმერლები შეკრებას თბილისში, “ნიუ ვიჟენ” უნივერსიტეტის სტადიონზე გადიან. გუნდი არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა. მათ შორის, გასული სეზონის, ეროვნული ლიგის გამორჩეულმა ფეხბურთელმა ზვიად ნაჭყებიამ.

გუნდთან საიჯარო ხელშეკრულება დაუმთავრდათ მათე აბულაძე და ლუკა ხარატიშვილს. გუნდი აგრეთვე დატოვა სამტრედიის გამორჩეულმა ფორვარფმა, ალწედანდრე მიშოვმა.

რაც შეეხება ახალწვეულებს ჯერ გუნდს არცერთი ტრანსფერი გაუოფიციალურები.

მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში სამტრედია რამდიმე ამხანგურ შეხვედრას გამართავს.

14 თებერვალს “სამტრედია” ამხანაგურ შეხვედრაში ლიგა 2-ში აღზევებულ არაგვს შეხვდებიან. მატჩი 14:00 საათზეა ჩანიშნული.

17 თებერვალს “სამტრედია” ამხანაგურ შეხვედრაში თბილისის “ლოკომოტივს” შეხვდება. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.