მამუკელაშვილის 12 ქულა ჰიუსტონ როკეტსის წინააღმდეგ

სანდრო მამუკელაშვილმა სან ანტონიოს შემადგენლობაში 20 წუთი ითამაშა და ბოძებული შანსი კარგად გამოიყენა. ვიქტორ ვემბანიამას ტრავმისა და გრეგ პოპოვიჩის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლის პირობებში სფურსის ქართველ ფორვარდს თამაშის მეტი შანსი აქვს და ეს რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილ მატჩებში მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.

სან ანტნიომ ტეხასურ დერბიში ჰიუსტონ როკეტსს უმასპინძლა და უშანსოდ – 106:118 დამარცხდა. ბოლო პერიოდის წინ სანანტონიოელები 26 ქულით აგებდნენ და შეხვედრა ისე დასრულდა, წარმატების შანსი არ მისცემიათ. მამუკელაშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 20 წუთი გაატარა. სანდრომ 4-დან 3 ორქულიანი და 8-დან 2 ორიანი ჩააგდო. მის ანგარიშზე 12 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა დაგროვდა.

როცა ქართველი მოედანზე იმყოფებოდა, სფურსმა მეტოქეს 8 ქულით აჯობა. სასტარტო ხუთეულის ვერც ერთმა მოთამაშემ ვერ უწია 10-ქულიან ზღვარს. საუკეთესონი 22-22 ქულით კელდონ ჯონსონი და სფივენ კასტლი გახლდნენ.

24 მოგებითა და 33 მარცხით სან ანტონიო დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. შემდეგ მატჩს სფურსი 2 მარტს, სტუმრად, მემფის გრიზლისთან გამართავს.