ბოლნისის სიონი სეზონის დასკვნითი ნაწილისთვის აქტიურად ემზადება
მოგეხსენებათ, რომ ეროვნულ ლიგაში საზაფხულო შესვენებაა. თუმცა, გუნდების უმრავლესობა უკვე შეიკრიბა და მოსამსაზადებელი ეტაპის ფარგლებში არაერთი ამხანაგური შეხვედრაც გაიმართეს. მათ, შორისაა ბოლნისის “სიონიც”. ქვემო ქართლელებმა უკვე გამართეს ორი ამხანაგური შეხვერდა. პირველ შეხვედრაში “გარეჯს” დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით 2-1 დაამარცხეს, ხოლო 6 ივლისს ეროვნული ლიგის ბინადარ საფეხბურთო კლუბ “გაგრას” შეხვდნენ და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. ბოლნისელებიდან თავი თორნიკე კაპანაძემ გამოიჩინა, ხოლო შავიზღვისპირელებიდან კი მათე ვაწაძემ.
მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ბოლნისის “სიონი” 10 ივლისს სართიჭალის შტურმის წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 19:30 საათზე დაიწყება და სართიჭალის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.
16 ივლისს ბოლნისის “სიონი” ამხანაგურ შეხვედრას თბილისის “ლოკომოტივის” წინააღმდეგ ჩაატარებს. თამაში 18:00 საათზე დაიწყება.