გაგრა შეიკრიბა და ამხანგურები დაგეგმა
საფეხბურთო კლუბი გაგრა ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონისთვის შეიკრიბა და მზადებას შეუდგა. გასული სეზონი აფხაზური კლუბისთვის მეტ-ნაკლებად წარმატებულად უნდა ჩაითვალოს, გუნდმა ელიტაში ადგილი შეიანრჩუნა და ეროვნულ ლიგაში კიდევ ერთ სეზონს გაატარებს.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით გუნდი დატოვა გასული სეზონის გამორჩეულმა ფეხბურთელმა გიორგი ლომთაძემ, რაც შეეხება კიდევ ერთ წამყვან ფეხბურთელს, გიორგი ხარებაშვილს ის კვლავ შავი ზღვისპირელებისთვის შეუტევს.
გუნდი მოსამზადებელ ეტაპს თბილისში, ოლიმპიურ სტაიონზე გადის.
საფეხბურთო კლუბი “გაგრა” პირველ ტესტმატჩს 25 იანვარს “დინამო 2-ს” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება და ოლიმპიურ სტადიონების კოპლექსში ჩატარდება.
1 თებერვალს “გაგრა” ამხანაგურ შეხვედრას გორის “დილას” წინაარმდეგ ჩაატარებს. თამაში 14:00 საათზე დაიწყება.