სუპერთასი 2025 | მატჩების თარიღები ცნობილია

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2025 წლის გათამაშების ნახევარფინალური მატჩები 26 და 27 ივნისს შედგება.
გათამაშებაში საქართველოს სახელით ევროტურნირებზე გასული ოთხი გუნდი მონაწილეობს: მოქმედი ჩემპიონი იბერია 1999, დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი სპაერი და ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონში მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები – ტორპედო ქუთაისი და გორის დილა
26 ივნისს, სუპერთასის ნახევარფინალში თბილისის იბერია 1999 – გორის დილას შეხვდება, ხოლო 27 ივნისს თბილისის სპაერი – ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებს. ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.
26 ივნისი | იბერია 1999 – დილა | დავით პეტრიაშვილი არენა | 20:00
27 ივნისი | სპაერი – ტორპედო | დავით პეტრიაშვილი არენა | 20:00
მესამე ადგილისთვის მატჩი 1 ივლიის გაიმართება, ხოლო სუპერთასის ფინალური შეხვედრა 2 ივლისს შედგება.