19-წლამდე ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს – შემადგენლობა და მატჩების განრიგი

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ასაკობრივი ნაკრები, 3 და 5 მარტს, ისრაელის 19-წლამდე ნაკრებს უმასპინძლებს. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გასამართი ორივე ამხანაგური მატჩი,18:00 საათზე დაიწყება.
აღნიშნული მატჩებისთვის, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – ვასილ მაისურაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა. შეგახსენებთ, რომ 19-წლამდე ნაკრები ელიტ რაუნდისთვის მზადებას განაგრძობს.