ცარციძის 7 ქულა და 9 მოხსნა რუმინეთის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩში
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი, 24 წლის ცოტნე ცარციძე რუმინეთის ჩემპიონატში აქტიურად თამაშობს. მორიგი, მე-3 ტურის მატჩში მისი გუნდი, პლოეშტის პეტროლული ორადეას ესტუმრა და დიდი სხვაობით – 66:82 დამარცხდა.
ქართველი ფორვარდი გუნდის სასტარტო ხუთეულში იყო, მან 36 წუთში 7 ქულა (ერთი სამქულიანი) და 9 მოხსნა მიითვალა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ცოტნე ახალ გუნდში 10-ქულიან ზღვარს ვერ აცდა (20 და 18 ქულა თასზე, 14 ქულა ჩემპიონატში). პეტროლულს 2 მატჩში 2 მარცხი აქვს. 12 ოქტომბერს ცოტნეს გუნდი ტერგუ მურეშს მასპინძლობს.