გორის დილა ახალი სეზონისთვის ემზადება

გორის დილას უკრაინელმა მეკარემ ევგენი კუჩერენკომ გუნდი დატოვა და კარიერას უკრაინის პრემიერლიგაში, ჩერკასის ლნზ-ში გააგრძელებს.

კუჩერენკო გორულ კლუბში გასული სეზონის სტარტზე უკრაინული კოლოს კოვალივკადან გადავიდა და შეუცვლელ ფიგურად ჩამოყალიბდა. 24 წლის მეკარემ ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 36 მატჩი ითამაშა, საიდანაც 12 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

ახალი სეზონის წინ კუჩერენკოს მსგავსად დილა კიდევ რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა. ზურაბ თევზაძე, თორნიკე ძოწენიძე, მიშიკო სარდალიშვილი, ონორე გომისი, მიკოლა კოვტალიუკი, სერგი კუხიანიძე, რევაზ ჩიტეიშვილი, ბანტუ მზვაკალი და ჟან ვიქტორი მომდევნო სეზონს სხვა კლუბებში ჩაატარებენ.

რაც შეეხება შევსებას გორელებმა თბილისის “დინამოს” მეკარე, დავით კერესელიძე დაიმატეს. გარდა ამ ტრანსფერისა “დილა” მოლაპარეკბას რამდენიმე ლეგიონერთანაც აწარმოებს.

მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში გორელები “სპაერს” დაუპირპისრდნენ და მეტოქე ანგარიშით 4-2 დაამარცხეს.

გორის “დილა” მორიგ ამხანაგურ შეხვედრას წყალტუბოს “სამგურალის” წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 28 იანვარს გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება.

8 თებერვალს გორის “დილა” “გაგრას” შეხვდება. მატჩი 14:00 საათზეა ჩანიშნული.