გარეჯი ამხანაგურ შეხვედრას თბილისის დინამოს წინააღმდეგ გამართავს

საქართველოში საფეხბურთო სეზონი დასასრულს უახლოვდება. ეროვნული ლიგის გუნდები მიმდინარე წლის ბოლო სანაკრებო პაუზას აქტიურად იყენებენ. მათ შორისაა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი “თბილისის” დინამო. დედაქალაქელები პირველადგილოსან ბათუმის “დინამოს”  6 ქულით ჩამორჩებიან.

18 ნოემბერს თბილისის “დინამო” ამხანაგურ შეხვედრას საგარეჯოს “გარეჯის” წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 14:00 საათზე დაწიყება და დინამო არენაზე ჩატარდება.

კახელები თბილისელებისგან განსხვავებით საკუთარ ლიგას ლიდერობენ და უახლოეს მდევრს ერთი ქულით უსწრებენ.