თელავში ძირეული ცვლილებებია
“თელავში” ახალი მწვრთნელის, არმენ ადამიანის მოსვლის შემდეგ გუნდში გარკვეული ცვლილებები უკვე მოხდა, წავიდა რამდენიმე ფეხბურთელი, ახლა მეორე ტალღა – წავიდა კიდევ 6 ფეხბურთელი.
კლუბის ოფიციალური გვერდიის ინფორმაციით, “თელავი” დატოვეს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვეს გიორგი ხაბულიანმა (რომელსაც იჯარა დაუსრულდა და “ლევანტეში” დაბრუნდა), თორნიკე ახვლედიანმა, არტურ კარტაშიანმა, ენრიკო შუბერტმა, ფილიპ ლესნიაკმა და ჯინო პერუციმ.
ამასთან, გუნდში არიან ახალი ფეხბურთელებიც, რომელთა ვინაობასაც მალე შევიტყობთ, მანამდე კი ამხანაგურ მატჩზე, რომელიც “თელავმა” მეორელიგელ “გარეჯთან” გამართა და 1:1 ითამაშა.
ამის შემდეგ “თელავი” ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ დინამო 2-თან დიდი ანგარშით, 4-0 დამარცხდა.
მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას “თელავი” 9 ივლისს “რუსთავის” წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
“თელავი” შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას 15 ივლისს თბილისის “ლოკოკოტივის” წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 19:30 საათზე დაიყება.