საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრების პირველი მარცხი ევროპის C დივიზიონში

საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემიონატის C დივიზიონში ასპარეზობა დასანანი მარცხით დაიწყო. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ნუგზარ ჭეიშვილისა და თეა კომლაძის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში მალტასთან 74:79 (სტატისტკა) წააგო. ქართველებმა მორე პერიოდში მოპოვებული ხელჩასაჭიდი უპირატესობის (26:16) შემდეგ პოზიციები დათმეს და მესამე პერიოდში აქეთ ჩანორჩნენ 10 ქულით.

შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე სალმე სვანის აქტიურობასა და ზუსტ სროლებს საქართველოს ნაკრების კვლავ დაწინაურება (66:65) მოჰყვა, თუმცა ჭეიშვილის გაწვრთნილ გოგონებს მუხტი და ძალა ბოლომდე არ ეყოთ. მალტელებმა ბოლო წუთებზე ლიდერობა მოიპოვეს, რაც საფინალო სირენამდე წარმატებით შეინარჩუნეს.

საქართველოს ნაკრებში 10-ქულიანი ბარიერი მხოლოდ სალომე სვანმა დაძლია, რომელმაც 15 ქულასთან ერთად 11 პასი, 7 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოიპოვა. სალომეს შემდეგ 7-7 ქულით გვანცა შარიქაძე და ნიცა საბადაშვილი გამოირჩნენ. პირველმა 10 მოხსნაც მოაგროვა, ხოლო საბადაშვილმა თავი 8 მოხსნასაც მოუყარა.

16 წლამდე გოგონათა C დივიზიონში 8 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს. საქართველოს ჯგუფში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი სომხეთი, დღევანდელი მეტოქე ანდორა და გიბრალტარია. მომდევნო ეტაპზე, ნახევარფინალში, ჯგუფის 2 საუეთესო გადის. საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას 19 ივლისს, თბილისის დროით 16:30 საათზე, ანდორასთან გამართავს.