თელავი მზადებას განაგრძობს

ეროვნული ლიგა მარტში განახლდება. გუნდები ახალი სეზონისთვის მზადებას აქტოურად განაგრძობენ. მათ შორისაა თელავიც. კახელებმა უკვე გამართეს ორი ამხანაგურში შეხვედრა. პირველ მატჩში თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდნენ და საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი 2-1 დაამარცხეს. მეორე ამხანაგურ შეხვედრაში საგარეჯოს “გარეჯის” წინააღმდეგ კახური დერბი გაიმართა და ფრედ 2-2 დასრულდა.

სიახლე ისიც, რომ თელავი კაპიტანმა მირიან ჯიქიამ დატოვა, რომელიც კლუბის დაარსების დღიდან იცავდა კახური კლუბის ღირსებას.

რაც შეეხება სეზონისწინა სამზადისს, “თელავი” მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 31 იანვარს თბილისის “ვიტ-ჯორჯიას” წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი 14:00 საათზე დაიწყება და ოლიმპიური სოფლის სტაიდონზე გაიმართება.