არაგვმა ამხანაგურ შეხვედრაში სამტრედია დაამარცხა
როგორც მოგეხსენებათ,ეროვნულ ლიგაში სანაკრებო პაუზაა გამოცხადებული. გუნდები კი იძულებით შესვენაბს აქტიურად იყენებენ. დავით ქოქიაშვილის გაწვრთნილმა საფეხბურთო კლუბმა “არაგვმა” ეროვნული ლიგის ბინადარ „სამტრედიასთან“ ისპარინგა. ეს საინტერესო შეხვედრა თბილისში, „ნიუ ვიჟენის“ სპორტულ კომპლექსში გაიმართა და „არაგვის“ მინიმალური უპირატესობით, 1-0 დასრულდა. ერთადერთი გოლი თენგიზ ბრეგვაძემ მიითვალა მეორე ტაიმში.
მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას „არაგვი“ 23 მარტს, “იბერია 1999”-ის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება და თბილისის ზღვაზე, ილია კოკაიას სახელობის სპორტულ კომპლექსში გაიმართება