დილა შეიკრება და მზადებას შეუდგა
სამგურალმა” და “დილამ” ამხანაგური შეხვედრა გამართეს. თამაში ფრედ, 2-2 დასრულდა. “სამგურალის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წყალტუბოელთა შემადგენლობაში გოლები დიმიტრი ღურწკაიამ და ნიკა ხორხელმა გაიტანეს.
ჩვენი ინფორმაციით კი, “დილაში” ჩაირიცხა 23 წლის ფორვარდი შოთა შეყილაძე, რომელმაც უკვე ითამაშა ახალი გუნდის შემადგენლობაში და “სამგურალს” გოლიც გაუტანა.
შეყილაძე “ზესტაფონის” აღზრდილია. სხვადასხვა დროს ითამაშა თბილისის “ლოკომოტივში”, “თელავსა” და ყაზახურ “ჟენისში”. გასული სეზონის მიმდინარეობისას მშობლიურ “ზესტაფონს” დაუბრუნდა და დიდი წვლილი შეიტანა გუნდის გადარჩენაში (იმერულმა კლუბმა ლიგა 3-ში ადგილი შეინარჩუნა). შეყილაძეს აქვს საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში, მათ შორის, 21-წლამდელებში თამაშის გამოცდილებაც.
გორელებმა თბილისის “დინამოდან” მეკარე გიორგი კერესელიძე დამატეს. აგრეთვე გუნდთან ერთად იმყოფება არერთი ლეგიონერი რომელთა ვინაობასაც ეტაპობრივად მოგაწვდით.
რაც შეეხება ამხანაგურ შეხვედრებს გარდა ამ მატჩისა “დილამ” ლიგა 2-ის ბინადარი “სპაერი” ანგარიშით 4-2 დაამარცხა.
შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას გორის “დილა” 4 თებერვალს “გაგრას” წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 16:00 საათზეა ჩანიშნული.
8 თებერვალს კი გორის “დილა” საგარეჯოს “გარეჯს” შეხვდება. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.