სტივ კინი: რისი მიღებაც გვსურდა ამ შეკრებიდან ის მივიღეთ
“ტორპედომ” ესპანური შეკრება “ვილიარეალის” მეორე გუნდის შთამბეჭდავი ძლევით (4:1) დაასრულა. მატჩის შემდეგ ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა კომენტარი გააკეთა კლუბის ოფიციალური ფეისბუქგვერდისთვის:
“ის, რაც დღეს პირველ ტაიმში ვიხილე, შთამბეჭდავი იყო – პრესინგი, ბურთის კონტროლი… ვფიქრობ, გულშემატკივრებმაც დაინახეს, რომ ფეხბურთელებს ერთმანეთის უკეთ ესმით.
ეს ასეც უნდა იყოს. გუნდში მოსულ ახალ ფეხბურთელებს ადაპტაციისთვის დრო ყოველთვის სჭირდებათ. რისი მიღებაც გვსურდა ამ შეკრებიდან, ის მივიღეთ.
ერთმანეთი უკეთ გავიცანით, გუნდი მატჩიდან მატჩამდე უფრო გაიზარდა… მაგრამ ეს ჯერ არ არის ჩვენი 100%. არც ისე დიდი ხანია, რაც ერთად ვართ და მცირე დრო კიდევ გვჭირდება. პროცესია, უფრო მოვუმატებთ.
გიორგი არაბიძეს რაც შეეხება, მას ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და ახლა კიდევ მოუმატა. არ უნდა გაჩერდეს, ბევრად მეტი შეუძლია. მისი შესაძლებლობები უსაზღვროა.
მსურს, თითოეული ის მოთამაშე გამოვარჩიო, რომელმაც ჩვენთან ერთად ეს შეკრება გაიარა და თავდაუზოგავად იშრომა. გუნდში მეგობრული ატმოსფეროა და დღეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის”.
fctorpedo.ge