საკალათბურთო თასის ოთხთა ფინალი თბილისი არენაზე გაიმართება

საქართველოს თასის გათამაშების ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია. უფრო ზუსტად, ეს გახლავთ ოთხთა ფინალი, რომელიც 2 დღეში ჩაეტევა და გამოავლენს თასის მფლობელს. 15 აპრილს გაიმართება ნახევარფინალები, ხოლო მეორე დღეს, გამარჯვებულები ტიტულისთვის ფინალში შეხვდებიან.
15.04 ვსა – ქუთაისი 16:30
15.04 თსუ – გურჯაანი დელტა 19:00
გუშინ გამოვლენის ერთ ნახევარფინალურ წყვილს დღეს მეორეც დაემატა. 2 მატჩიდან 1 ძალიან დაძაბული გამოდგა, მეორე კი დიამეტრულად განსხვავებული – დაძაბულობისგან დაცლილი. ეს გახლდათ თსუ-სა და ზესტაფონის მარგვეთის მეოთხედფინალური სერიის მეორე შეხვედრა. პირველი ზესტაფონში თებერვლის დასაწყისში გაიმართა და თსუ-ს 22-ქულიანი უპირატესობით დასრულდა. ზესტაფონელებს 23 ქულით მოგება სჭირდებოდათ, მაგრამ ამას რომ ვერ შეძლებდნენ, ცხადზე უცხადესი იყო.
თსუ პირველივე წუთებზე დაწინაურდა და შეხვედრა საბოლოოდ 118:87 (სტატისტიკა) მოიგო. ეს იყო მატჩი, რომელშიც დაცვა ფაქტობრივად არ იყო. გუნდები სროლებში, სწრაფ და ეფექტურ შეტევებში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ანგარიში თითქოს არავის აინტერესებდა. ორივე გუნდი შეგუებული იყო საბოლოო შედეგს, რომლის მიხედვითაც თასის მოქმედი მფლობელი თსუ შემდეგ ეტაპზე უნდა გასულიყო.