ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება

3 ივლისს, ნიონში, ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა.

შესარჩევის გადამწყვეტ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქე სლოვაკეთის ნაკრები იქნება.

პლეი-ოფის მატჩები 15-24 სექტემბრის შუალედში გაიმართება და გამარჯვებული ორი მატჩის ჯამში გამოვლინდება. პირველ შეხვედრას ავთანდილ ასათიანის გუნდი საკუთარ მოედანზე გამართავს.

ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი 2026 წლის 20 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. ტურნირს ლატვია, ლიეტუვა და სლოვენია უმასპინძლებენ.