სუპერლიგის ახალი სეზონი 11 ოქტომებრს დაიწყება

ქართული საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის სახელობის მემორიალური ტურმირით დაიწყო, რომელის გამარჯვებულიც ვიქტორ სანიკიძის აკადემია გახდა.

რაც შეეხება სუპერლიგის რეგულარულ სეზონს იგი 11 ოქტომებრს განახლდება. როგორც წინა წლებში წელსაც მასში 11 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. გვყავს ერთი დებიუტანტი კერძოდ, ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი, რომელიც 2023-2024 წლების სეზონში ა-ლიგის გამარჯვებული გახდა.

გვაქვს კიდე ერთი ცვლილება, საკალათბურთო კლუბმა “გაუმ” სახელი შეიცვალა და ახალ სეზონში “ამრა გაგრას” სახელით იასპარეზებს.

ყველა თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს კალათბურთის ფედერაციის იუთუბ არხი შემოგვთავაზებს.

სუპერლიგის პირველ შეხვედრაში “ბათუმი” “მარგვეთს” დაუპირისპირდება. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება და ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში ჩატრდება.