გარეჯი შეიკრიბა და ამხანაგური შეხვედრებიც დაგეგმა
ეროვნულ ლიგაში საზაფხულო შესვენებაა. თუმცა, ეროვნული ლიგის გუნდებმა სეზონის დასკვნითი ნაწილისთვის სამზადისს უკვე შეუდგნენ. მათ შორისაა საგარეჯოს “გარეჯიც”. მიუხედავად, იმისა, რომ ეროვნულ ლიგაში კახელებს სადებიუტო სეზონი აქვთ ჯერ-ჯერობით კარგად გამოიყურებიან და 18 ტურის შემდეგ 18 ქულა აქვთ მოგროვებული და წყალტუბოს სამგურალთან ერთდ მე-7 მე-8 ადგილს იყოფენ.
გიორგი მიქაძის შეგირდები სამზადისს უკვე შეუდგნენ. საგარეჯოს “გარეჯმა” ამხანგური შეხვედრებიც დაგეგმა.
“გარეჯი” 25 ივნისს თბილისის ლოკომოტივს შეხვდება, მატჩი 18:00 საათძე დაიწყება და ოლიმპიურ კოპლექსის სტადიონებზე ჩატარდება. 29 ივნისს სომხურ “პიუნიკს” დაუპირისპირდება, 3 ივლისს კი ტყიბულის “მეშახტესთან” მოსინჯავენ ძალებს.