ფუტსალის ნაკრები ამხანაგურ მატჩებს გამართავს

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

6 და 7 თებერვალს, ავთანდილ ასათიანის გუნდი რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ ითმაშებს. მატჩები თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

მოახლოებული შეხვედრებისთვის, საქართველოს ნაკრებმა მზადება 16 ფეხბურთელით დაიწყო. მათ შორის ორი დებიუტანტია – ოთარ ბერეჩიკიძე და ჯანო კვარაცხელია.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ბექა ტყემალაძე (ნიუ ვიჟენი, თბილისი), ვახტანგ ტერუნაშვილი (არმია, თბილისი)

წინა ხაზი: შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენი, თბილისი), ბექა ბექაური (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ ვიჟენი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენი, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენი, თბილისი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ ვიჟენი, თბილისი), ლევან სვანიძე (პსპ), ოთარ ბერეჩიკიძე (არმია, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ), ჯანო გიორგაია (თსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), ჯანო კვარაცხელია (სიბირიაკი, ნოვოსიბირსკი, რუსეთი), ლუკა ფარცვანია (კსუ), რონინიო (ნიუ ვიჟენი, თბილისი)

Nakrebi.ge