ლიგა 4-დან თურქეთის პირველ ლიგაში

საფეხბურთო კლუბმა “არაგველებმა” გასული სეზონი წარმატებით დაასრულა. გუნდმა რეგიონული ლიგის ა ჯგუფი მოიგო და 2025 წლის სეზონს ლიგა 4-ში გაატარებს. გუნდი ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელიბითაა დაკოპლექტებული. არაგველების მოთამაშეები ყოველთვის ექცევიან სხვა გუნდების “რადარებზე”.

არაგველების გასული სეზონის გამორჩეული მოთამაშის და გუნდის კაპიტნის, დიმა გაბისონიას, მიმართ ინტერესი ყოველთვის იყო. მორიგი ასეთი დაინტერესება კი წარმატებული ტრანსფერით დასრულდა. ამიერიდან დიმა თურქული “ქოჯაელის” მაისურს მოირგებს. არაგველების ყოფილმა კაპიტანმა ახალ კლუბთან 3.5 წლიან კონტქატზე მოაწერა ხელი.

უნდა აღინიშნოს ის ფაქცტიც, რომ დიმა გაბისონია “არაგველების” საფეხბურთო სკოლის აღრზდილია და გუნდის ღირსებად ზედიზედ 7 წესონი იცავდა, რომლის განმავლობაშიც სხვადასხვა ასაკოპრივი ჩემპიონატები მოიგო.