“მართალია, ჩემპიონი ვარ, მაგრამ ამ მიზეზების გამო თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ”
UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რაც მის ცხოვრებაში საჩემპიონო ქამრის მოპოვების შემდეგ მოხდა.
დვალიშვილის თქმით, მიუხედავად წარმატებისა, მისი ცხოვრება მარტივი არ არის.
“ჩემპიონობის შემდეგ, თავს კომფორტულად ნამდვილად ვერ ვგრძნობ. UFC-ში ჩატარებული ყველა ბრძოლა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. არ აქვს მნიშვნელობა საჩემპიონო ქამრისთვის ვიბრძვი თუ არა. ყოველთვის ერთი და იგივე მიზანი და მოტივაცია მაქვს.
ახლა კიდევ უფრო მოტივირებული ვარ. ჩემპიონობას თან პოპულარობა ახლავს. არის ფაქტორები, რომლებიც ყურადღებას გიფანტავს. გარდა ამისა, მყავს ოჯახი, მეგობრები, მწვრთნელები, მეზობლები… დრო ყველასთვის უნდა გამონახო და ეს ადვილი ნამდვილად არ არის”, – განაცხადა დვალიშვილმა MMA Junkie-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს 5 ოქტომბერს კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ დაიცავს.