სართიჭალის შტურმი ლიგა 2-ს დიდი გეგმებით ხვდება

მოგეხსენებათ, რომ სართიჭალის “შტურმი” 2024 წლის სეზონიდა. ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზებს. გუნდმა გამოცდილი ფეხბურთელები დაიმატა.

კერძოდ, მომავალი სეზონიდან “შტურმის” ღირსებას დაიცავენ: თეიმურაზ გაბუნია, ლუკას სანიკიძე, ნიკოლოზ ტალახაძე, შალვა სანაშვილი, გიორგი ციხელაშვილი, ნიკოლოზ აბულაძე, ზვიად სიხარულია, თემო ბექაური, ირაკლი ზარიძე, ბექა შუბითიძე, ზურაბ სეხნიაშვილი.

შტურმმა უკვე გამართა რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა. სართიჭალელებმა ჯერ “ვიტ-ჯორჯიას” ძლიეს 4-1, შემდეგ კი “სპაერს” 5-2. “საბურთალოსთან” შეხვედრა კი ფრედ, 1-1 დასრულდა.

შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას სართიჭალის “შტურმი” 2 თებერვლას სომხეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ BKMA-ს წინააღმდეგ გამართავს. მატჩი სართიჭალის სტადიონზე ჩატრდება და 18:00 საათზე დაიწყება.