WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა საბერძნეთთან ამხანაგური მატჩი გამართა. სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში ჩატარებული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2-4 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების რიგებში გოლები ანასტასია ბუჩუკურმა და ანანო წიქარიძემ გაიტანეს.
საქართველოს და საბერძნეთის 17-წლამდე ნაკრებების მეორე ამხანაგური შეხვედრა 19 სექტემბერს გაიმართება. მატჩი სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში 18:00 საათზე დაიწყება.