19-წლამდელებმა მოლდოვის ტურნირზე ასპარეზობა დაასრულეს

საქარტველოს 19-წლამდე ნაკრებმა მოლდოვაში საერთაშორისო ტურნირზე მიიღო მონაწილეობა.

ვასილ მაისურაძის გუნდმა სამი მატჩი გამართა. სასტარტო შეხვედრაში ჩვენი გუნდი მოლდოვის 19-წლამდე ნაკრებთან 2:1 დამარცხდა. მეორე შეხვედრა, მასპინძელთა 20-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ ფრედ, 0:0 დასრულდა, თუმცა 11-მეტრიანების სერიაში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. დასვკნითი შეხვედრა საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა სომხეთის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 4:0 დაამრაცხა.

აღნიშნული ასაკობრივი გუნდი, ნოემბერში (12-18 ნოემბერი) 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაერთვება, სადაც ხორვატიაში – სერბეთს, გიბრალტარს და მასპინძელ ხორვატიას დაუპირისპირდება.

მოლდოვა U19 2-1 საქართველო
მოლდოვა U20 0-0 საქართველო U19
სომხეთი U19 – საქართველო U19