სალომე ხუბულური 17-წლამდე ნაკრებს აღარ გაწვრთნის

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებს სალომე ხუბულური აღარ უხელმძღვანელებს.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, სალომე ხუბულური ქალთა სანაკრებო სისტემაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 17-წლამდე გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს კი, 2021 წლიდან იკავებდა.

სალომე ხუბულურს ეროვნული გუნდებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით, გვსურს მადლობა გადავუხადოთ გაწეული სამსახურისთვის და წარმატება ვუსურვოთ კარიერაში.

nakrebi.ge