U21 | ლატვია 1:1 საქართველო – ახალგაზრდული შემდეგ მატჩს მალტაზე ჩაატარებს

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, დღეს, რიგაში, რფს რიგას სტადიონზე, მასპინძელი ქვეყნის 21-წლამდელებთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი ჩაატარა, რომელიც ფრედ – 1:1 დასრულდა.

პირველმა 45 წუთმა, რომელიც ჩვენი სათამაშო უპირატესობის ფონზე წარიმართა, უგოლოდ ჩაიარა. ხოლო მეორე ტაიმის 59-ე წუთზე, მეკარის საჯარიმოში შექმნილი სახიფათო მდგომარეობით მასპინძელთა შემტევმა – გლებს პატიკამ ისრაგებლა და ანგარიში გახსნა – 1:0.

გაშვებული გოლიდან 3 წუთში, ახალგაზრდული თამაშში დაბრუნდა – მოედანზე ახლად შემოსულმა ლუკა პარკაძემ, რომელიც სანაკრებო ფეხბურთს დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, კუთხური მოიპოვა, ხოლო მის ჩამოწოდებულზე საჯარიმოში, ლუკა წულუკიძემ თავით კარგად ითამაშა და შორეულ კუთხესთან, ბურთს ლოკომოტივის ახალგაზრდა მცველი – დავით ბუკია ზუსტად დახვდა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

ჩვენი გუნდი, შესარჩევი ციკლის მომდევნო მატჩს ისევ გასვლაზე, ამჯერად მალტის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრას ტა ქალის “ცენტენარი სტედიუმი” უმასპინძლებს და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.