ხაშურის ივერია ლიგა 4-ის ცხრილის სათავეში მოექცა
საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს ლიგა 4-ს გათამაშება, თითქმის ტური არ ჩაივლის რომელიმე ფავორიტმა ქულები, რომ არ დაკარგოს. ასე იყო ამჯერედაც პირველადგილოსანი თბილისის” იბერია 2010″ სტუმრად “არაგველებთან” განადგურდა 0:4, წალენჯიხის “აქურმა” შინ ქულები დაკარგა აუტსაიდერ ვანის “სულორთან”, ლიდერთა მატჩი მარნეულის “ალგეთსა” და ლანჩხუთის “გურიას” შორის დაძაბულ ბრძოლაში სტუმრებმა მოიგეს. 4 წამყვანი ფეხბურთელის დანაკლისის მიუხედვად საკმაოდ კარგად ითამაშა სტუმრად ოზურგეთში ხაშურის “ივერიამ” დამაჯერებლად 3:0 იმარჯვა და სატურნირო ცხრილში გალიდერდა. ლიგა 3-ში ასაღზევებლად ერთბაშად 6 გუნდი იბრძვის.
დაძაბული მდგომარეობაა ცხრილის ქვედა ნაწილში სადაც გარკვეული მხოლოდ “მაჭახელას” გავარდნაა, ხოლო დანარჩენ 5 გუნდს შორის დიდი ბრძოლა მიმდინარეობს და ბოლო ტურამდე ასე გაგრძელდება “.