17-წლამდე ნაკრებმა შესარჩევი ისლანდიასთან მარცხით დაიწყო
საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი ისლანდიასთან მარცხით დაიწყო. ჩვენი გუნდი, ნომინალური სტუმრის სტატუსით, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე, მეტოქესთან – 5:1 დამარცხდა.
17-წლამდელებიდან, ერთადერთი გოლი საბა ავდოვემა გაიტანა, რომელმაც პეტერსონის კარი შორეული დარტყმით აიღო. საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩს ალექსანდრე კობახიძის გუნდი, 30 ოქტომბერს, მიხეილ მესხი 2-ზე საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.
ევრო 2026 | საკვალიფიკაციო რაუნდი
27 ოქტომბერი – საბერძნეთი V ისლანდია | დავით პეტრიაშვილი | 15:00
30 ოქტომბერი – საქართველო V საბერძნეთი | მიხეილ მესხი 2 | 18:00