WU17 | ყაზახეთი 4:2 საქართველო
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი გამართა.
ჯგუფის მასპინძელ ყაზახეთის ასაკობრივ ნაკრებთან ჩატარებული შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით, 4:2 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან გოლები ანანო წიქარიძის და ანასტასია ბუჩუკურის ანგარიშზეა.
საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას ტატა მატვეევას გუნდი 27 ოქტომბერს, ლატვიის წინააღმდეგ გამართავს.