17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ასპარეზობა დაასრულა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, დღეს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე მატჩში მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით – 2:1 დამარცხდა.

შეხვედრაში ალექსანდრე კობახიძის გუნდიდან ერთადერთი გოლი ანდრია ბართიშვილმა 49-ე წუთზე, ეფექტურად შესრულებული საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ამ მარცხით, ჩვენმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ასპარეზობა, საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა.

17-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებს 2026 წლის შემოდგომაზე განაახლებს.