U21 | საბერძნეთი V საქართველო – მატჩისწინა ვარჯიში ათენში
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, დღეს ათენის პანათინაიკოსის სტადიონზე, “ლეოფოროსზე” მატჩისწინა ვარჯიში გამართა. ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე, ჩვენი გუნდი ჯგუფის ლიდერ საბერძნეთს დაუპირისპირდება.
გუნდმა დღეს სრული შემადგენლობით ივარჯიშა და საწვრთნელი პროცესის შემდეგ, ხვალინდელი თამაშის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანძემ და მოთამაშეებმა – დაჩი ლორთქიფანიძემ და გიორგი ტაბატაძემ ისაუბრეს.
19:00 საათზე, ათენიდან, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. 3 ტურის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩვი ციკლის ჯგუფურ ეტაპზე, F ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 5 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება, გერმანია, რომელსაც 18 ნოემბერს მიხეილ მესხზე ვუმასპინძლებთ 6 ქულით მეორე ადგილს იკავებს, ხოლო ჩვენი მომდევნო მეტოქე – საბერძნეთი 9 ქულით ლიდერობს.