ბათუმის დინამომ მზადება განაახლა
ეროვნული ლიგის მე-3 წრე სტარტს აგვისტოში აიღებს, მანამდე კი გუნდები სეზონის დასკვნითი ფაზისთვის აქტიურად ემზადებიან. მათ შორისაა, დინამო “ბათუმი”. შავი ზღვისპირელები სუპერთასის გარდა ევროტურნირებზე სატამშოდაც შეიკრიბნენ.
ჩვენი ინფორმაციით გუნდი როინ კვასხვაძემ და გაბრიელ რამოსა დატოვა. გარდა ამ ფეხბურთელებისა აქტიურად განიხილება ცოტნე ფაცაციას წასვლაც. რაც შეეხება ახალწვეულებს დინამომ რეზი ინჯგია და ჯანელ ბლესა დაიმატა.
მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ბათუმის “დინამო” ამხანაგურ შეხვედრას გორის “დილას” წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 21 ივნისს გამართება და 17:30 საათზე დაიწყება.