თბილისის დინამომ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
დინამომ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდი დიღმის ბაზაზე ორჯერად ვარჯიშებს ატარებს და თურქეთში გამგზავრებამდე დინამოელები სამ ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავენ. 23 იანვარს ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი რუსთავს შეხვდება, 26 იანვარს შტურმს ვეთამაშებით, ხოლო 2 თებერვალს სამგურალს შევხვდებით. სამივე შხვედრე 14:00 საათზე დაწიყება.
დინამო ანტალიაში 4 თებერვალს გაემგზავრება და თურქეთში ორი კვირა დარჩება. ადგილზე ამხანაგური მატჩებიც დაგეგმილია, მეტოქეთა შესახებ კი ახლო მომავალში გაცნობებთ.
დღეს დიღმის ბაზაზე მზადებაში 23 ფეხბურთელი იღებდა მონაწილეობას:
მეკარეები- გიორგი ლორია, დაჩი ჩოჩოშვილი, მათე ღაღვიშვილი
დაცვა- ირაკლი იაკობიძე, ლუკა შაშიაშვილი, გიორგი ლომიძე, ნიკოლოზ უგრეხელიძე, ლაშა ხუციშვილი, გიორგი გვასალია, ნიკოლოზ ცეცხლაძე
ნახევარდაცვა და შეტევა- ნიკა ნინუა, აბდულაი იორო, ჯაბა კანკავა, ნიკოლოზ ტკალია, რეზი დანელია, ლუკა წულაია, თემო ოდიკაძე, ნანა კოფი დონკორი, სანდრო მიქაუტაძე, მათე ვაწაძე, ირაკლი სირაძე, ჰალიდ დოლტმურზიევი, გიორგი ხარებაშვილი
მიხეილ მაქაცარია, მათე შათირიშვილი, საბა ხარებაშვილი და გიორგი ხარაიშვილი ტრავმის შემდეგ ინდივიდუალურად ვარჯიშობენ და გუნდს მალე შეუერთდებიან. ადგილზეა ბარნს ოსეი და წვრთნას ხვალიდან შეუდგება.
შემადგენლობაში ასევე იქნება მატება, ახალწვეულებთან დაკავშირებულ სიახლეებს უახლოეს პერიოდში გაცნობებთ.