თელავი ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა
ეროვნული ლიგის განახლებამდე ერთ თვეზე ოდნავ მეტია დარჩენილი. გუნდების ნაწილი შეკრებას თურქეთში გადის, ნაწილი კი-საქართველოშია და ახალი სეზონისთვის სამშობლოში ემზადება.
ერთ-ერთი ასეთი გუნდია თელავი. კახელები ახალ სეზონს დიდი ცვლილებებით ხვდებიან. გუნდი დატოვა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქავამ და ხუთმა წამყვანმა ფეხბურთელმა. კერძოდ, ირაკლი რუხაძემ, მიხეილ ბაშალეიშვილმა, ლაშა შერგელაშვილმა, გიორგი ჯანელიძემ და თორნიკე ძოწენიძემ. თუმცა, გუნდის ხელმძღვანელობამ ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მაინც მოახერხა და ახალ სეზონსაც ახალი მიზნებით ხვდებიან.
მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში კახელები რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავენ. “თელავი” პირველ ამხანაგურ შეხვერას 29 იანვარს “შევარდენი 1906”-ის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.
4 თებერვალს “თელავი” ლიგა 2-ში მოასპარეზე “რუსთავს” შეხვდება.
რაც შეეხება პირველ ოფიციალურ მატჩს თელაველები 28 თებერვლას თბილისის “ლოკომოტივის” წინააღმდეგ ჩაატარებენ.