გოგა ბითაძის 23 ქულა მეგა ბიმაქსს მოსაგებად არ ეყო

FB/MegaBimax

ABA ლიგის მორიგი შეხვედრა გამართა გოგა ბითაძის მეგა ბიმაქსმა. სერბები მონტენეგროს ეწვივნენ და ბუდუჩნოსს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით ანგარიშით 91-85 დასრულდა. 

შეხვედრა სტუმრებისთვის კარგად დაიწყო და  პირველი მეოთხედი 31-21 მოიგეს, მეორე პერიოდში გუნდებმა თანაბარი რაოდენობის 20-20 ქულა ჩააგდეს და დიდ შესვენბაზე მეგაბიმაქსი 10 ქულიანი უპირატესობით გავიდა. ქართველ გოლიათს შეხვედრის პირველ ნახევარში უკვე 19 ქულა და 2 დაფარება ქონდა მოგროვებული.

მეორე ნახევრიდან პოდგორიცელებმა თამაში ხარისხი გამოასწორეს და მატჩი გარდატეხის შეტანაც მოახერხეს. გადამწყვეტი ბოლო წუთები პერიოდი გამოდგა. გოგა ბითაძემ მეტოქის კალათში ბურთის ჩატენვის შემდეგ ბურთს შეეხო, მსაჯებმა ჩვენებურს ტექნიკური საჯარიმო მისცეს, რომელიც რიგით მეოთხე პერსონალური ჯარიმა იყო. ამის შემდეგ  შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით და 20 წამით ადრე მეგა ბიმაქსი 2 ქულით იგებდა, რა დროსაც ქართველმა ცენტრმა ფარზე ბურთის მოხსნისას მე-5 საჯარიმო მიიღო  და პარკეტის ნაადრევად დატოვება მოუწია. გოგას გასვლის შემდეგ მეგა ბიმაქსმა ქულის აღებას კი ვერ მოახერხა. 

ქართველმა ცენტრმა 31 წუთში 23 ქულა,  6 მოხსნა, 4 დაფარება და 1 ასისტი მიითვალა და მატჩის MVP-ის ტიტულსაც დაეუფლა.