გოგა ბითაძის 23 ქულა მეგა ბიმაქსს გასამარჯვებლად არ ეყო

იგებს თუ აგებს, გოგა ბითაძე მაინც შედეგიანობით გამოირჩევა. ადრიატიკის ლიგის გასულ ტურში ქართველი ცენტრის “მეგა ბიმაქსი” “ბუდუჩნოსტთან” დამარცხდა, სადაც ბითაძემ 23 ქულა ჩააგდო, ხოლო გუშინ ბიმაქსელებმა “ცრვენა ზვეზდასთან” წააგეს და ქართველმა ისევ 23 ქულა მიითვალა.

 

“მეგა ბიმაქსმა” “ცხრვენა ზვეზდას” შრემსკა მიტროვიცაში უმასპინძლა და 68:78 დამარცხდა. ქართველმა ცენტრმა 33 წუთი ითამაშა და  23 ქულა, 6 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. ბითაძემ 11-დან 7 ორქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო და 2-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. 19 წლის ქართველი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა, რაც მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო იყო და ის მატჩის MVP-ი გახდა.

11 ტურის შემდეგ “მეგა ბიმაქსს” 7 გამარჯვება აქვს და მეოთხე ადგილზე იმყოფება. სერბული გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „იგოკეასთან“ გამართავს.

წყარო: gbf.ge